კურორტ გოდერძიზე, ბერას სტუმრობის გამო, განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული – მედია

კურორტ გოდერძიზე, ბერას სტუმრობის გამო, განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული – მედია
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებული მობილიზება და შეზღუდვები გამოცხადდა ოლიგარქის შვილის გამო – რამდენიმე დღე კურორტ გოდერძიზე ისვენებდა. ოლიგარქის შვილის კომფორტისა და სიმშვიდისთვის კი სახელმწიფო სტრუქტურებმა საგანგებო მობილიზაცია გამოაცხადეს.
კურორტ გოდერძიზე და ასევე სასტუმრო “ამბასადორში”, სადაც ოლიგარქის შვილი სამი დღის განმავლობაში ცხოვრობდა, უსაფრთხოების გაძლიერებული კონტროლისთვის საპოლიციო ძალები იყვნენ მობილიზებული.
კი იყო, ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ თქვეს ოჯახთან ერთად სეირნობდაო, დაცვაც ახლდაო. ჩვენთან არანაირი გასნაკუთრებული ზომები არ ყოფილა, მაგრამ ამბასადორში რა ხდებოდა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, დაცვა რომ იცავდა ვიცი“, – ამბობს ადგილობრივი.
“ჩვენ ვინ გვაჩვენებდა ბერას, არც თვითონ გამოდიოდა, რომ გვენახა“, – ამბობს სადგილობრივი.