კუპრაძე და ხასაია გაათავისუფლეს, მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს პარტია “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია. მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო.
ისინი 16 აპრილს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
დარბაზის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ “უმიზეზოდ” დააკავეს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანის მიშველებას ცდილობდა.
“სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა – ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ს დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა “გირჩი – მეტი ტავისუფლების წევრმა გელა ხასაიამ. როგორც ის “ტვ პირველთან” საუბარში იხსენებს, რომ ერთ-ერთმა ნიღბიანმა სამართალდამცავმა უთხრა: “დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლა”.
“ჩემზეც ფიზიკურად იძალადეს. დაკავების მომენტში ვიდექი რობოკოპების წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც სხვა ადამიანები, ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში…”, – ამბობს ხასაია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სხვა პირების სასამართლო სხდომები.
ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად ხალხმრავალი აქციები 15-17 აპრილს გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ.
17 აპრილს მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე -მ ორი ადამიანი დააკავა.
16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ