კუპატაძე: სანქციებზე ინფორმაცია არ არსებობს, საათი და 40 წუთის წინ ჩამოვფრინდი ამერიკიდან

სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს -სთან. თითქმის ყოველდღიური კავშირი როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან.
რაც შეეხება ჩემს პირად ურთიერთობას აშშ-სთან, მე უკვე 2 ათეული წელია ვმოგზაურობ ამერიკაში, როგორც სამსახურებრივი, ასევე ოჯახთან ერთად ვიზიტებით, შესაბამისად, არასდროს პრობლემა არ მქონია. ახლაც, ზუსტად საათი და 40 წუთის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აეროპორტიდან მოვდივარ.
თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ. კუპატაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს ეძღვნება.