“კულუარული ამბები უნდა გაგიზიაროთ… ამ ბანერს ვქაჩავდით და მოსამართლეებს უკვე თავის დახრა კი არა, წაკუზვა და ფორთხვა უწევდათ, მაგრამ…” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

“კულუარული ამბები უნდა გაგიზიაროთ… ამ ბანერს ვქაჩავდით და მოსამართლეებს უკვე თავის დახრა კი არა, წაკუზვა და ფორთხვა უწევდათ, მაგრამ…” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლოს­თან”, სა­დაც 12 იან­ვარს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მოს­თვის შე­იკ­რიბ­ნენ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­სა­მარ­თლე­ებს რეს­ტო­რან­ში შეს­ვლა და მისი და­ტო­ვე­ბა პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მო­უ­წი­ათ. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას კუ­ლუ­ა­რულ ამ­ბებს უზი­ა­რებს:
ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:
“არ მიყ­ვარს დიდი სტა­ტუ­სე­ბი, მაგ­რამ გუ­შინ­დე­ლი კუ­ლუ­ა­რუ­ლი ამ­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი უნდა გა­გი­ზი­ა­როთ.
“ბა­ბი­ლო­ში” დღის სამი სა­ა­თის­თვის მი­ვე­დით. რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტი უკვე ად­გილ­ზე დაგ­ხვდა. დე­დე­ბის ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი იყო, უდიპ­ლო­მო, უმო­რა­ლო მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ე­ხე­დათ და ეკი­თხათ, რა­ტომ გა­ი­მე­ტეს ცი­ხის­თვის მათი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, პატ­რი­ო­ტი, ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი შვი­ლე­ბი. შე­სას­ვლელ კარ­თან გრძე­ლი ბა­ნე­რი რომ გა­ი­შა­ლა, ისე მოხ­და, რომ მო­სა­მარ­თლე­ებს თა­ვის დახ­რა და ბა­ნე­რის ქვეშ გავ­ლა მო­უ­წი­ათ. ანუ, ვინც შე­ვი­დო­და, თავი უნდა და­ე­ხა­რათ მშობ­ლე­ბის­თვის.
ბა­ნე­რი რაც მე­ტად იქა­ჩე­ბო­და მით მე­ტად ხრი­და მო­სა­მარ­თლე თავს და ყო­ველ ასეთ ჯერ­ზე ვხე­დავ­დი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დე­დე­ბის სა­ხეს.
მუ­რუ­სი­ძეს, რო­მე­ლიც უკა­ნა კა­რი­დან შეგ­ვე­პა­რა, კარ­თან მოს­ვლა და დახ­მა­რე­ბა უწევ­და თავ­დახ­რი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის.
რეს­ტორ­ნის დაც­ვა იყო ჩემი საყ­ვა­რე­ლი რგო­ლი ამ ამ­ბავ­ში. თი­თით ანიშ­ნებ­და მო­სა­მარ­თლე­ებს, აქ უნდა გა­მოძ­ვრეო. ვინც უარს ეუბ­ნე­ბო­და, პა­სუ­ხობ­და “ნუ მა­შინ აქ ვერ შე­მოხ­ვალ.” ხალ­ხი ბევ­რდე­ბო­და და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ბა­რი­ე­რი რთულ­დე­ბო­და. იმი­ტომ რომ ყვე­ლა ამ ბა­ნერს ვქა­ჩავ­დით და უკვე თა­ვის დახ­რა კი არა, წა­კუზ­ვა და ფორ­თხვა უწევ­დათ, მაგ­რამ არ იყო პრობ­ლე­მა. ოთხი მო­სა­მარ­თლის გარ­და მუ­რუ­სი­ძეს­თან ფორ­თხვით შეს­ვლა არა­ვის­თვის აღ­მოჩ­ნდა მო­რა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი.
მუ­რუ­სი­ძე უკვე იყო თეთ­რი. ნერ­ვი­უ­ლად და­დი­ო­და ფო­ი­ე­ში. კარ­თან ახ­ლოს მო­დი­ო­და, მაგ­რამ პრო­ცესს არ აჩე­რებ­და. თით­ქოს ამ და­სან­ქცი­რე­ბულ მუ­რუ­სი­ძეს აინ­ტე­რე­სებ­და ვინ წა­ი­კუ­ზე­ბო­და და იფორ­თხებ­და მას­თან მი­სას­ვლე­ლად. თით­ქოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ამით კლა­ნის ერ­თგუ­ლე­ბის ტესტს გა­დი­ოდ­ნენ.მთელს ამ პრო­ცეს­ში ერ­თა­დერთ რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი და შემ­დეგ უკვე ყვე­ლას ვე­კი­თხე­ბო­დი, რა­ტომ მი­უშ­ვა გუ­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრო­ცე­სე­ბი?! რა­ტომ აფორ­თხი­ა­ლა ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი?! რა­ტომ ანა­ხა მთელ ქვე­ყა­ნას მათი მო­რა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო.და მთა­ვა­რი კი­თხვა, რა ანა­ხა თა­ვად მო­სა­მარ­თლე­ებს?!( რომ იცო­დეთ პო­ლი­ცია მთე­ლი დღე იქ იდგა და არ გვი­ახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ. შო­რი­დან გვი­ყუ­რებ­დნენ. მო­ვიდ­ნენ ყვე­ლაფ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ).
ალ­ბათ, თქვენს ვერ­სი­ებ­საც და­წერთ, მაგ­რამ ფაქ­ტია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გა­ა­ნუ­ლა, ბო­ლომ­დე გა­ა­ბან­ძა და მოს­პო მათი თუნ­დაც ფორ­მა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და რე­პუ­ტა­ცია.წა­კუ­ზუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ნახ­ვა თით­ქოს გუ­შინ ყვე­ლას უნ­დო­და. ბი­ძი­ნას, რო­მელ­მაც ამათ უთხრა, აჰა, მე თუ არ და­გი­ცავთ ესაა თქვე­ნი რე­ა­ლო­ბა. ასე მო­გი­წევთ ცხოვ­რე­ბა.და­სან­ქცი­რე­ბულ მუ­რუ­სი­ძეს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მ***ერი­ა­ნი ხე­ლით მი­ათ­რევს ყვე­ლას.და ხალ­ხს, მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ხალ­ხს, რო­მელ­საც სძულს ეს უსა­მარ­თლო და სას­ტი­კი სის­ტე­მა.ერ­თა­დერ­თი ვინც გუ­შინ­დელ დღე­ზე უნდა და­ფიქ­რდეს ყვე­ლა მო­სა­მარ­თლეა. რას ირ­ჩე­ვენ? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წა­კუ­ზუ­ლი სი­ა­რულს, თუ მშვიდ სი­ბე­რეს ამ ქვე­ყა­ნა­ში.მო­სა­მარ­თლე­ე­ბო და­ფიქ­რდით, შე­ეძ­ლოთ თუ არა მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გა­კე­თე­ბა თქვენ­თვის, და­ფიქ­რდით რა­ტომ გაგ­წი­რეს, რა­ტომ და­გამ­ცი­რეს, რა­ტომ ისე­ი­რეს თქვე­ნი ფორ­თხვით და უფრო მე­ტად და­ფიქ­რდით, რო­გორ გაგ­წი­რა­ვენ ხვალ.ჯერ გაქვთ დრო, ბევ­რი არა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი დრო რომ მიხ­ვდეთ, რო­მე­ლი მხა­რე გა­დარ­ჩენთ.ჩვენ, თუ ისი­ნი. გახ­დით ერთ დღე­ში გმი­რე­ბი”, – წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.