კულინარიული გამოცემა TasteAtlas-ის 100 საუკეთესო კერძს შორის ხაჭაპური 46-ე ადგილს იკავებს

კულინარიულმა გამოცემა TasteAtlas-მა ხაჭაპური წლის საუკეთესო 100 კერძს შორის დაასახელა. პლატფორმაზე ხაჭაპური ყველაზე ცნობილ ქართულ კერძად არის მოხსენიებული და რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს. ,,ეს მარტივი ყველის პური, რომელიც ხაჭაპურის სახელითაა ცნობილი, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია.”- წერს კულინარიული გამოცემა.
,,ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კერძში ყველის რამდენიმე ახალ სახეობას იყენებენ, როგორიცაა მოცარელა და ფეტა, მაინც ყველაზე გავრცელებულია ტრადიციული ქართული სულგუნი ან იმერული ყველი.