კულება დასავლელ პარტნიორებს სთხოვს საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემის მიწოდებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ 15 აპრილს ს დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, “დაუყოვნებლივ” მიაწოდონ ს საჰაერო თავდაცვის სისტემები, იარაღი და საბრძოლო მასალები იმ ფონზე, როცა ს საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები ქვეყანას და მის მოსახლეობას კვლავაც დიდ ზიანს აყენებს.
ოთხი ადამიანი დაიღუპა სივერსკში, აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის რეგიონში – განაცხადა რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა 14 აპრილს. “36-დან 86 წლის ასაკის ოთხი კაცი დაიღუპა დაბომბვის შედეგად, – თქვა ფილაშკინმა და დასძინა, – რუსები ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოგვიკლან და ხალხს თავდაცვის ერთადერთ გზად რჩება უკრაინის უფრო უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაცია”.
კულებამ ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების მეორე კონფერენციას, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობენ უკრაინა და ბულგარეთი სოფიაში. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მეზობლების დაცვისთვისაც. კულებამ მოკავშირეებს სთხოვა, უფრო სწრაფად იმოქმედონ უკრაინის არმიისთვის თავდაცვის სისტემების, მაგალითად, -ის წარმოების Patriot-ის მიწოდების პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ