კუბის პრეზიდენტი – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჩვენთვის ახალს არაფერს წარმოადგენს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჩვენთვის ახალს არაფერს წარმოადგენს, – ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა.
„ქვეყანა მზად არის. ჩვენ შიშის გარეშე გავაგრძელებთ, გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევითა და საკუთარი ნიჭით, წინსვლა შეგვიძლია“, – განაცხადა მიგელ დიას-კანელმა.
მისივე თქმით, კუბა აშშ-სთან „თანაბარ პირობებში“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აშშ-ის ხალხის წინააღმდეგ არაფერი გვაქვს და თანაბარ პირობებში აშშ-ის მთავრობასთან დიალოგისთვის მზად ვართ. ვალდებულებების დაკისრების გარეშე, პატივისცემითა და სხვა არაფრით, რაც ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე გავლენას მოახდენს“, – აღნიშნა კუბის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება