კრისტოფ ჰოისგენი – უკრაინის ნატო-ში მიღება ალიანსის სამიტზე არ განიხილება

უკრაინის ნატო-ში მიღება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დღის წესრიგში არ დგას, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, „გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ნატო-ს წევრობა მისცემს ს მშვიდობის გრძელვადიან პერსპექტივას“.
„რუსეთთან შეთანხმებები არ ღირს იმ ქაღალდზე, რომელზეც ხელს პუტინი აწერს, უკრაინამ ეს საკუთარი მწარე გამოცდილებიდან ისწავლა. ერთადერთი დაზღვევა ნატო-ში გაწევრიანებაა“, – აღნიშნა კრისტოფ ჰოისგენმა.
კითხვაზე : „რა დარჩება უკრაინისგან ამ ომის შემდეგ“, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, „სახელმწიფოების საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს საზღვრების არანაირ ცვლილებას“.
”ძალის გამოყენებამ შედეგი არ უნდა გამოიღოს”, – აღნიშნა კრისტოფ ჰოისგენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Reuters – ათასობით ქართველი თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შესახვედრად შეიკრიბა – ქართველმა ფეხბურთელებმა ამაღელვებელი თამაშებისთვის მთელს ევროპაში შექება დაიმსახურეს