“კრისტალმა” BARTA 2024-ზე საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდო მიიღო

მიკრობანკი “კრისტალი” საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსზე BARTA 2024, მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსში კრისტალი უკვე მეექვსე წელია მონაწილეობს და ზედიზედ ექვსჯერ აქვს მოპოვებული საპატიო ჯილდო.
ეს აღიარება კომპანიის სტაბილურ განვითარებას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ „კრისტალის“ გუნდისთვის ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და ღიაობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენს. ეს პრინციპები მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს კომპანიაში არსებულ მმართველობის ხარისხზე, მის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და თავად ინვესტორების გადაწყვეტილებაზე.
“ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციისთვის გამჭვირვალობა და ღიაობა წარმატების საკვანძო ფაქტორებს წარმოადგენს. “კრისტალისთვის” ორივე მათგანი ფუნდამენტური ღირებულებებია და ამ პრინციპების მხარდაჭერა ჩვენს წინსვლაში უდიდეს როლს ასრულებს. საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი BARTA საქართველოში 2019 წლიდან ტარდება და „კრისტალი“ მასში დაარსების დღიდან მონაწილეობს. კომპანიამ კონკურსის საპატიო ჯილდო უკვე მეექვსედ მოიპოვა. რა თქმა უნდა, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც გამჭვირვალობისა და ღიაობის ერთგულები დავრჩებით”, – აღნიშნავს მიკრობანკ კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
BARTA მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით იმართება. გამარჯვებულებს კი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური ასახელებს. წელს კერძო სექტორის წარმომადგენლები 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ.
BARTA-ს მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა. მდგრადი და სისტემური ანგარიშგების მიმართულებით აღიარება ხელს უწყობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოპოვებას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.
“კრისტალის” შესახებ:
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა დან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ
ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.