კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

-ს სასამართლომ კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ სემ ბენკმან-ფრიდს, იგივე SBF-ს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის აქამდე დამნაშავედ ცნეს ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში – მან კლიენტისაგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბენკმან-ფრიდს 11 მილიარდი დოლარიც ჩამოერთმევა.
აშშ-ს ოლქის მოსამართლე ლუის კაპლანის მითითებით, SBF-ის ქმედებების შედეგად მომხმარებლებმა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი დაკარგეს, ინვესტორებმა – 1.7 მილიარდი, ხოლო კრედიტორებმა – 1.3 მილიარდი დოლარი. კრიპტო ბაზარმა კოლაფსი 2022 წელს განიცადა.
პროკურატურის მითითებით, ბანკმენ-ფრიდმა მილიარდობით დოლარი მიითვისა ინდუსტრიაში გავლენისა და დომინირების ქონის მიზნით და უკანონოდ გამოიყენა FTX-ის მეანაბრეების ფული თავისი ხარჯების დასაფარად, მათ შორის, კარიბის ზღვის აუზში ძვირადღირებული ქონების, კერძო თვითმფრინავების შესყიდვისა თუ ჩინელი ოფიციალური პირებისადმი მიცემული ქრთამებისა.