კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში” და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს

„ხალხის ძალის“ წევრი , „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ამ ეტაპზე კი „მედია განვითარების ფონდისა“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილისთვის, გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ, სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატობის გადაცემას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რა უქნა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს.
კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში” და ადამიანის უფლებებზე ლექციებს ატარებინებენ; ახლა, სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი და მედიაზონდერი კინწურაშვილი დააჯილდოვეს…
მოკლედ, ამათ საელჩოსთან საპატიო დაფაზე უნდა წაუწერო: „მე არ მაქვს სინდისი, ჩემი სინდისი ადოლფ ჰიტლერია“.
P.S. ვისი ფრაზაა, ელჩმა ფიშერმა იცის, ყველაზე კარგად!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე