კრიზისი წითელ ზღვაში – ევროპისა და აზიის მთავარი სავაჭრო მარშრუტი ისევ დაკეტილია

კრიზისი წითელ ზღვაში მსოფლიოს ძვირი უჯდება. უფრო ძვირი დაუჯდება, თუ იემენელი ჰუსიტების დაწყნარებას ვერ შეძლებს. ვინ შეძლებს ამას, ჯერ არ იკვეთება, თუმცა -მა ბერკეტების გამოყენება ჩინეთს სთხოვა – ერთი მხრივ, “ჰუსიტების” მხარდამჭერ თეირანზე არსებული გავლენების გამო, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ წითელ ზღვაში დაბრკოლებული ნაოსნობა ჩინეთის პრობლემაცაა. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ამ უმოკლეს გზას პეკინიც აქტიურად მიმართავდა, დღეს კი ჩინური დროშით მცურავ ხომალდებსაც აფრიკის შემოვლა უწევს ელექტრომობილებისა თუ სხვა პროდუქტების ხმელთაშუა ზღვაში გასატანად. ამიტომ განცხადებებმა არ დააყოვნა.
სხვადასხვა გამოთვლით, წითელ ზღვაში წელიწადში, ოპტიმალურად, ტრილიონი დოლარი გადის, რაც მსოფლიო სავაჭრო ჯაჭვის 12-დან 19%-ს შეადგენს. პოტენციური დანაკარგების კარგად გასაგებად, იმის გახსენებაც კმარა, რომ 2021 წელს სუეცის არხში გიგანტური გადამზიდი ხომალდის გაჭედვამ, მხოლოდ ერთ კვირაში, 10 მილიარდდოლარიანი ზარალი აჩვენა. უკვე დღეს, მიწოდების ჯაჭვი 10 დღით ჭიანურდება. ეს კომპანიებს მეტი უჯდება და მეტსაც აფასებენ. ეს რიგით მოქალაქეებს უკვე ეხება. პრობლემა კი იმაშია, რომ ჰუსიტები გაჩერებას არ აპირებენ.
თუ ასე გაგრძელდა, კრიზისი შესაძლოა, სპარსეთის ყურესაც მისწვდეს, რომელიც მსოფლიოსთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი საყრდენი იმპორტიორია. სავაჭროს შემდეგ, უკვე ენერგეტიკულ კრიზისამდე მისვლა კი რეგიონის მდიდარ ქვეყნებს არ აწყობთ, რამაც შესაძლოა, ირანთან და ჰუსიტებთან მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი. თუმცა, აქტიური ცეცხლის პირობებში, ეს რთული ამოცანა იქნება. მითუმეტეს, რომ -სა და ბრიტანეთს ჰუსიტებთან შეტაკებები ამ დრომდე უხდებათ.
იემენმა, რომლის დიდ ნაწილზე გავლენაც “ჰუთების”, იგივე “ჰუსიტების” შიიტურ დაჯგუფება აქვს, ამერიკულ და ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთ თვეში ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ამას წინ ვაშინგტონისა და ლონდონის მხრიდან ჰუსიტებზე დაკისრებული სანქციები და მათ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაბრუნება უძღოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას