კრეტაზე ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს | წაღებულია 100 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა

ჰერაკლიონში, კრეტაზე ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულები არიან 37 და 32 წლის ქართველები, რომლებმაც 11 აპრილიდან 17 აგვისტოს შუალედში კრეტაზე ძვირადღირებული სახლები სულ მცირე 6-ჯერ გაძარცვეს და იქიდან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, რის შემდეგაც ის გაყიდეს და თანხის ნაწილი დახარჯეს.
ჰერაკლიონის უშიშროების სამმართველოს ცნობით, საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.