კრემლში წინასწარ არ ამბობენ, შეხვდება თუ არა პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთშია, თუმცა არც უარყო და არც დაადასტურა ცნობა, რომ უიტკოფი პუტინს შეხვდება.
„თუ იქნება(შეხვედრა), გაცნობებთ“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს დღეს, 11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
სტივ უიტკოფის თვითმფრინავი დღეს დილით დაეშვა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ 11 აპრილს პუტინი სანქტ-პეტერბურგში „მუშაობს“.
ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდება, პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.
Axios-ი წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა ში ზავის მისაღწევად პროგრესის არარსებობის გამო და თუ აპრილის ბოლომდე შეთანხმება არ იქნება, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედოს პირადი განკარგულებით ან კონგრესისთვის მიმართვის გზით.
უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას