კრემლს არ მიუღია უკრაინის შესახებ ამერიკული გეგმის ჟენევაში კორექტირებული ვარიანტი – პესკოვი

კრემლისთვის უცნობია, რა შეიცვალა უკრაინის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეგმაში მხარეებს შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგად.
ამის შესახებ, როგორც ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, მისი შეკითხვის პასუხად დღეს, 24 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ს პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თანახმად, კრემლში გაეცნენ განცხადებას, რომელიც ჟენევაში გამართული დისკუსიის შედეგად გამოქვეყნდა, დააფიქსირეს, რომ მოსკოვისთვის ადრე გაგზავნილ ტექსტში გარკვეული კორექტივებია შეტანილი, თუმცა გეგმის ეს ვერსია ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუღიათ.
პესკოვის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან მედიით გავრცელებულ ცნობებსაც, მაგრამ მათ საფუძველზე რაიმეს შეფასება არაკორექტული იქნება, ამიტომ ოფიციალური არხებით ინფორმაციის მიღებას დაელოდებიან, მით უმეტეს, რომ ჟენევაში კონსულტაციები გრძელდება.
ში ომის დასასრულებლად ამერიკულ გეგმაზე შეერთებული შტატებისა და უკრაინის მოლაპარაკებები 23 ნოემბერს დაიწყო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. ამ რაუნდზე დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.
გვიან ღამით გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, განხილვამ აჩვენა არსებითი პროგრესი პოზიციების შეთანხმებასა და შემდგომი მკაფიო ნაბიჯების განსაზღვრაში, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა სცემდეს პატივს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა და მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.
და შეთანხმდნენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას საერთო წინადადებებზე, მჭიდრო კონტაქტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებთანაც, ჩარჩო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებებს კი უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ.
გასულ კვირაში მედიამ მოიპოვა უკრაინაში ომის დასასრულებლად -ის მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახავს რუსეთის მოთხოვნებს. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ს რუსეთის ნაწილად აღიარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა 20 ნოემბერს დაადასტურა შეერთებული შტატებისგან გეგმის მიღება.
21 ნოემბერს პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.
23 ნოემბერს უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დაწყების დღეს ს დელეგაციისგან მიღებული პირველი ანგარიშების შედეგების მიხედვით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა რომ შეერთებული შტატების წინადადებებში შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს უკრაინის ხედვაზე დაფუძნებული და ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზოგიერთი ელემენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჟენევაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების დაწყებამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ თუ უარს ამბობს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებზე, ევროპელებთან ერთად უნდა ესმოდეს, რომ ფრონტის ხაზის ძირითად მონაკვეთებზე აუცილებლად განმეორდება ის, რაც კუპიანსკში მოხდა. ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი, როგორც პუტინმა თქვა, ნოემბრის დასაწყისისთვის „პრაქტიკულად, მთლიანად და სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში იყო“.
მოლაპარაკეებისთვის ჟენევაში იმყოფებიან ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც.
დასავლეთის რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოამზადეს შემხვედრი წინადადებები, რომლებიც აშშ-ის სამშვიდობო გეგმას ეფუძნება, მაგრამ ზოგიერთი პუნქტის შეცვლას და ზოგიერთის საერთოდ ამოღებას ითვალისწინებს. მაგალითად, ევროპელების ვარიანტი არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას.
ევროპელები მიიჩნევენ, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს პუნქტიც ნატოს წევრობაზე უკრაინის უარის კონსტიტუციური ვალდებულების და ნატოს მხრიდანაც შესაბამისი უარის შესახებ და რუსეთს, უკრაინას და ნატოს შორის უნდა გაფორმდეს ყოვლისმომცველი შეთანხმება თავდაუსხმელობის თაობაზე.
ევროპელების წინადადებაა, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს ამერიკული გეგმის ის პუნქტი, რომლის თანახმად, რუსეთი არ ჩაერევა მეზობელი ქვეყნების საქმეებში, ნატო კი აღარ გაფართოვდება. ევროპული პროექტით, ნატოში უკრაინის შესვლა დამოკიდებულია ნატოს წევრების კონსენსუსზე, რომელიც არ არსებობს.
ევროპის წინადადებაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იყოს 800 ათასი (ამერიკული გეგმით, უკრაინის არმიის რიცხოვნობა ნებისმიერ დროს უნდა იყოს 600 ათასი).
ფორუმი