რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეგიონული საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისა და ვიცე-გუბერნატორებისათვის შიდა პოლიტიკის საკითხებში სემინარი გამართა. მათ განუმარტეს, რომ მობილიზებულთა ცოლების აქციებს „უცხოელი არაკეთილმოსურნეები“ გამოიყენებენ რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
კრემლმა მოითხოვა, რომ რეგიონალური ხელისუფლება მობილიზებულთა ნათესავებთან „კონტაქტში“ იყოს: ყურადღება მიაქციონ მათ მიერ გაჟღერებულ პრობლემებს და დაეხმარონ მათ მოგვარებაში.
გუბერნატორებს აუხსნეს, რომ ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიას ომით „დაღლილი“ რუსებისთვის „ფსიქოთერაპიული ხასიათი“ უნდა ჰქონდეს, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამომრჩევლები უნდა „დაამშვიდოს“: ხალხი ელოდება ბრძოლის დასრულებას, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ მათ ჩვეულებრივ ცხოვრებას „საფრთხე არ ემუქრება“ და რომ ქვეყანას „ნათელი მომავალი“ აქვს. – უყვება გამოცემა Insider-ს ერთ-ერთ სამხარეო ადმინისტრაციის წარომადგენელი.
რუსეთის რეგიონების გუბერნატორებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივად ახსენებენ აქციების დაუშვებლობას რეზერვისტების დაბრუნების თემაზე. „ამოცანაა ნებისმიერ ფასად შეწყდეს პროტესტი. დაარწმუნეთ, დაპირდით, გადაიხადეთ ნებისმიერი რამ. ქუჩაში არ უნდა გამოვიდეს თუნდაც 50 ადამიანი“, – მითითებები წყარომ გამოცემასთან დეტალურად გაიხსენა.