კრემლი უკრაინის სამშვიდობო კონფერენციას უშედეგოდ მიიჩნევს

რუსეთმა 17 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ომის თემაზე შვეიცარიაში ჩატარებული სამშვიდობო სამიტი უმნიშვნელო შედეგებით დასრულდა, რამაც, კრემლის მტკიცებით, მოსკოვის გარეშე მოლაპარაკებების გამართვის უშედეგობა დაადასტურა.
კრემლმა კომენტარი უქმეებზე გამართულ სამიტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც 90-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა. ერთობლივ დეკლარაციაში დასავლურმა ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა ერთხმად დაგმეს ს შეჭრა ში. თუმცა, მათ ვერ შეძლეს დაერწმუნებინათ წამყვანი არამოკავშირე სახელმწიფოები, რომ მათ მიერ მიღებულ, საბოლოო, ერთობლივ განცხადებას შეერთებოდნენ.
ორშაბათს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ იმ კონფერენციის შედეგი, რომელზეც რუსეთი არ მიიწვიეს, “ნულთან იყო ახლოს, თუკი საუბარი ეხება შეხვედრის ეფექტიანობას”. მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის სამშვიდობო ინიციატივა კვლავ დღის წესრიგშია და მოსკოვი დიალოგისთვის ისევ გახსნილია.
სამიტის დაწყების წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა უკრაინაში ომი დაასრულოს, თუკი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და რუსეთს მთლიანად გადასცემს 4 რეგიონზე კონტროლს. “პირობები ძალიან მარტივია”, – განაცხადა პუტინმა და მათ შორის დაასახელა უკრაინის ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებიდან, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილიდან.
კიევმა პუტინის შეთავაზება მაშინვე უარყო. „ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება დრო, როდესაც საჭირო იქნება რუსეთთან საუბარი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ. „მაგრამ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რუსეთს ილაპარაკოს ულტიმატუმების ენაზე, როგორც ის ახლა საუბრობს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება

ანრი ოხანაშვილი – ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება – დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია