კრემლი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაზე საუბრობს

ში ს სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება, პარალელურად კი კრემლი სამშვიდობო შეთანხმების იდეაზე საუბრობს. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებას საფუძველად 2022 წელს შეწყვეტილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები უნდა დაედოს.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ სტამბოლში, 2022 წელს გამართული მოლაპარაკებები უკრაინისთვის ნეიტრალური სტატუსის მიღებას, ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმას, შეიარაღებული ძალების შემცირებას და ბევრ სხვა საკითხს მოიცავდა. ყველა ეს პუნქტი უკრაინის ხელისუფლებისთვის მიუღებელია და ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ არაერთხელ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული, რა საკითხების შესახებ არ იქნება მოლაპარაკება რუსეთთან, მოსკოვი მტკიცედ აგრძელებს 2022 წლის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბარს. 11 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.
ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტებმა კრემლის პრესსპიკერს მიმართეს და ჰკითხეს: გრძნობს თუ არა მოსკოვი ს მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზაობას? დმიტრი პეკოვმა პასუხად თქვა: “არა ჩვენ ამას არ ვგრძნობთ“.
უკრაინა მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი სურვილია კონტროლი აღიდგინოს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო აქტორების დახმარებით ომის დასრულების გზები იპოვოს.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, მას 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებების პროცესზე მანამდეც არაერთხელ უსაუბრია. ის ამბობს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, თუმცა კიევმა უკან დაიხია და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა კიევის ოლქიდან ჯარები გაიყვანა.
მოსკოვის ეს განცხადება, რომ მან ჯარები კიევიდან შეთანხმების საფუძველზე გაიყვანა სადავოა, რადგან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევის დროს, მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო.