კრემლი სთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაზე საუბრობს

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება, პარალელურად კი კრემლი სამშვიდობო შეთანხმების იდეაზე საუბრობს. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებას საფუძველად 2022 წელს შეწყვეტილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები უნდა დაედოს.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ სტამბოლში, 2022 წელს გამართული მოლაპარაკებები უკრაინისთვის ნეიტრალური სტატუსის მიღებას, ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმას, შეიარაღებული ძალების შემცირებას და ბევრ სხვა საკითხს მოიცავდა. ყველა ეს პუნქტი უკრაინის ხელისუფლებისთვის მიუღებელია და ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ არაერთხელ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ ს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული, რა საკითხების შესახებ არ იქნება მოლაპარაკება რუსეთთან, მოსკოვი მტკიცედ აგრძელებს 2022 წლის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბარს. 11 აპრილს ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.
ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტებმა კრემლის პრესსპიკერს მიმართეს და ჰკითხეს: გრძნობს თუ არა მოსკოვი ს მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზაობას? დმიტრი პეკოვმა პასუხად თქვა: “არა ჩვენ ამას არ ვგრძნობთ“.
უკრაინა მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი სურვილია კონტროლი აღიდგინოს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო აქტორების დახმარებით ომის დასრულების გზები იპოვოს.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, მას 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებების პროცესზე მანამდეც არაერთხელ უსაუბრია. ის ამბობს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, თუმცა კიევმა უკან დაიხია და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა ს ოლქიდან ჯარები გაიყვანა.
მოსკოვის ეს განცხადება, რომ მან ჯარები კიევიდან შეთანხმების საფუძველზე გაიყვანა სადავოა, რადგან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევის დროს, მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“