კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ავითარებს

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ -ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ავითარებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსზე კომენტარს იქამდე არ გააკეთებს, სანამ თეთრი სახლი დეტალებს არ გამოაქვეყნებს. მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გაფრთხილება იმის მცდელობაა, რომ აშშ-ის კონგრესმა თანხების გამოყოფა დაამტკიცოს.
„აშკარაა, რომ თეთრი სახლი კონგრესს მოუწოდებს, თანხების გამოყოფის კანონპროექტს მისცეს ხმა, ეს ნათელია. ვნახოთ, რა ხრიკებს გამოიყენებს თეთრი სახლი“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გავრცელებულ ინფორმაციას „ბოროტი ფაბრიკაცია“ უწოდა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა ჯო ბაიდენს მოუწოდა, რომ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროოს, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. მოგვიანებით, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიკ ტერნერის მოწოდება რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას უკავშირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს