კრემლი საფრანგეთის რკინიგზაზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

კრემლი საფრანგეთის რკინიგზაზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ს ხელისუფლების განცხადებით, დასავლური მედიის ნაწილის მოსაზრებებს და ეჭვებს ფაქტები არ ამყარებს.
, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ მედიის ნაწილის მიერ გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია და მიაჩნია, რომ დასავლური მედიის ნაწილი, “ყველაფერში რუსეთის დადანაშაულებას ცდილობს.”
„ფაქტია, რომ ბევრია დაბალი კლასის მედია, თუნდაც პატივსაცემი მედია, რომლებიც არ ერიდებიან არაფერს, რათა რუსეთი დაადანაშაულონ ყველაფერში, რაც ხდება“,- ამბობს პესკოვი.
საფრანეთის რკინიგზის ჩქაროსნულ ხაზზე თავდასხმა ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, რამაც ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლის გაჩერება გამოიწვია. შეფერხება სასიგნალო სადგურებისა და გადამცემი ხაზების დაზიანებამ გამოიწვია.
საფრანგეთის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და არ გამორიცხა, რომ მომხდარის უკან უცხოეთის ძალები იდგნენ. ფრანგული მედიის ნაწილის მოსაზრებით, შესაძლოა, თავდასხმის უკან რუსეთი იდგეს, ნაწილი კი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თავდასხმის უკან მემარცხენე აქტივისდები დგანან.
„ეს უახლესი ყალბი ინფორმაციაა – უფრო დაუსაბუთებელი ბრალდებები“, – თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.