კრემლი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით აღრმავებს

კრემლის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით აღმავებს, მათ შორის “მგრძნობიარე” საკითხებზეც.
ჩრდილოეთ კორეის სააგარეო საქმეთა მინისტრი სამშაბათს მოოსკოვს ეწვია და ვლადიმიარ პუტინს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ უნმა არაერთხელ მიიწვია საკუთარ ქვეყანაში.
მოლაპარაკებების თაობაზე პესკოვმა თქვა, რომ მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება განიხილეს, თუმცა უმთავრესი აქცენტი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე გაკეთდა.
“კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ჩვენი ურთიერთობების ყოველმხრივ განვითარებაზე, მათ შორის სათუთ საკითხებშიც”, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა მას შემდეგ გააღრმავა, რაც ში 2022 წლის თებერვვალში სრულმასშტანიანი ომი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ფხენიანი მოსკოვს რაკეტებით ეხმარება, რომლებსაც მოსკოვი შემდეგ უკრაინაში იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც