“კრემლი კი ამ ტრაგედიის შესახებ სდუმს” – კოტე კემულარია

28
ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
რუსი “ვოენკორები” ადასტურებენ რომ, ხარკოვის ქალაქ კ უ პ ი ა ნ ს კ შ ი, რომლის აღების შესახებ ცრუ მოხსენება გაუკეთა 100 დღის წინ გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა პუტინს, დატრიალდა ტრაგედია…
რუსი ჯარისკაცები—მთელი გარნიზონი,
რომელთაც—ალყაში მოქცეულებს— გერასიმოვის სახის შესანარჩუნებლად, სამი თვე აიძულებდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ უკრაინელებისთვის—სრულად განადგურებული არიან!!!
რუსი სამხედრო კორესპოდენტები წერენ უპრეცედენტო ომის დანაშაულზე სამხედრო მეთაურების მხრიდან: გენშტაბმა თავიდანვე იცოდა რომ კ უ პ ი ა ნ ს კ ს უკრაინელები აკონტროლებდნენ!
გენშტაბმა იცოდა რომ რუსი ჯარისკაცები ალყაში იყვნენ მოქცეულები… რომ, მათ არ მიეწოდებოდათ სათანადო
საბრძოლო დახმარება… ისინი განზრახ გაწირეს
დასაღუპად, რომ არ გამჟღავნებულიყო
კ უ პ ი ა ნ ს კ შ ი რუსული არმიის წარმატების შესახებ გენშტაბის მოგონილი ტყუილი …
კრემლი კი ამ ტრაგედიის შესახებ დუმს…

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)