კრემლი იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე: საშიში და პროვოკაციულია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებს დაარტყას“.

პესკოვის თქმით, პრეზიდენტ პუტინის განცხადების არასერიოზულად აღქმა, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის შესაძლო გამოყენებას ეხება, პროვოკაციული და საშიშია.

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების არასერიოზულად აღქმა აბსოლუტურად პროვოკაციული და საშიშია“, – აცხადებს პესკოვი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამერიკულ ჟურნალ Foreign Policy-თან ინტერვიუში განაცხადა, ერთადერთი გზა, რომლითაც უკრაინას თავის დაცვა შეუძლია, რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო ბაზებზე, არტილერიაზე, რაკეტების გამშვებ დანადგარებსა და აეროდრომებზე დარტყმაა, რომლებსაც რუსები თავდასხმებისთვის თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება