კრემლი – ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო

ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო, – ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.
„რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთან. შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.
სტივ უიტკოფი რუსეთიდან ომანში გაფრინდა, სადაც -სა და ირანს შორის მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს