კრემლი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი დახმარება, უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის

კრემლის პრესსპიკერი, ამბობს, რომ შესაძლო ახალი ამერიკული სამხედრო დახმარება, უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე გარდამტეხ ცვლილებებს ვერ მოახდენს.
მოსკოვში ასე გამოეხმაურნენ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებას, სადაც მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ ამერიკამ უნდა გაგზავნოს სამხედრო დახმარება ში დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შტატებს, მოგვიანებით ომში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა მოუწევს.
ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს შაბათს განიხილავს. ამერიკელი კანონმდებლები იმსჯელებენ სთვის 60.86 მილიარდი ამერიკული დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც 23.2 მილიარდი დოლარი ამერიკული სამხედრო საცავების შევსებას მოხმარდება.
მოსკოვში შესაძლო ახალ სამხედრო დახმარებას, “კოლონიური” სტილის დახმარებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს კიევს ვერ დაეხმარება. პესკოვი აღნიშნავს, რომ თანხის “დიდი ნაწილი” ამერიკულ სამხედრო ინდუსტრიაში დარჩება.