კრემლის ცნობით, პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი 17:00 საათზეა დაგეგმილი

ამერიკის შეერთებული შტატების და ს პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ დღეს, 19 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, ეს იქნება „მნიშვნელოვანი საუბარი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“.
სა და რუსეთს შორის 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შედეგად მხარეები ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე რუსეთი ისევ უარს ამბობს.
ორი დღით ადრე, 17 მაისს -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორშაბათს(19 მაისს), ვაშინგტონის დროით 10:00 საათზე ექნება სატელეფონო საუბარი, რომლის თემები იქნება სისხლისღვრის შეწყვეტა და ვაჭრობის საკითხები.
ტრამპის თანახმად, პუტინის შემდეგ საუბარი ექნება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.
პუტინი მიიჩნევს, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბრის წინ ძლიერი პოზიციები აქვს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსული არმია წლის ბოლოსთვის შეძლებს უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას, რის შედეგადაც სრულ კონტროლს დაამყარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე.
რუსეთმა უკრაინის ეს ოთხი რეგიონი თავის ტერიტორიად გამოაცხადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რვა თვეში, 2022 წლის 30 სექტემბერს, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს