კრემლის მუქარის მიუხედავად, ფინეთის საზღვართან რუსული სამხედრო ბაზები თითქმის ცარიელია – დაზვერვა

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფინეთის საზღვართან რუსული ბაზები თითქმის ცარიელია, რადგან რუსეთმა პერსონალი და აღჭურვილობა ფრონტის ხაზზე, ში გადაისროლა. მაუწყებელი ინფორმაციას დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდა, კრემლი იმუქრებოდა, რომ საზღვართან სამხედროების რაოდენობას გაზრდიდა, მაგრამ “ახლა ბაზებში იმაზე ნაკლები სამხედროა, ვიდრე ერთი წლის წინ” – აცხადებს ფინური მედია.
მათივე ცნობით, საშუალოდ, ტექნიკისა და ჯარისკაცების 80% უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული.
მედიამ რუსული ბაზების სატელიტური სურათებიც მოიპოვა, რომლებიც, მათივე ცნობით, ამ ინფორმაციას ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება