კრემლის მოწინააღმდეგე რუსული შეიარაღებული ჯგუფები აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ

ში დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც, კრემლის მოწინააღმდეგე რუსებისგან შედგება, აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ.
„ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრ-სანტიმეტრ წავართმევთ“, – წერს „ს თავისუფლების ლეგიონი“ „ტელეგრამ“ პოსტში.
რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა „ს ბატალიონმაც“. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას სამი მიმართულებით ტანკებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეეცადნენ.
უწყების მტკიცებით, რუსეთის არმიამ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ დაუშვა.
„რუსეთმა ჩაშალა ს რეჟიმის მცდელობა შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ