კრედიტ სუისის“ საქმეში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ გაიმარჯვა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ორი ინსტანციის განჩინებაც და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური ნორმების დარღვევაში ცნო
კრედიტ სუისის“ საქმეში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ გაიმარჯვა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ორი ინსტანციის განჩინებაც და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური ნორმების დარღვევაში ცნო – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. მისი შეფასებით, ივანიშვილის აქტივების გაყინვის ერთ-ერთ მთავარ საბაბად წარსულში სანქციები და რუსული ინტერესების გატარება დასახელდა, თუმცა დღემდე ვერავინ ახსნა, კონკრეტულად რა რუსული ინტერესის გატარებაზე იყო საუბარი საქართველოში.
“კრედიტ სუისის” სამართლებრივ დავაში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ გაიმარჯვა. გარდა ამისა, სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ორი ინსტანციის განჩინებაც და შვეიცარიული ბანკი, მსესხებელთან მიმართებით ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დარღვევაში ცნო. გვახსოვს ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აქტივების გაყინვის საფუძვლად „სანქციები“ და „ რუსული ინტერესების გატარება“ გამოიყენეს, თუმცა დღემდე ვერ განუმარტავთ, კონკრეტულად რომელი რუსული ინტერესის გატარება მოხდა საქართველოში. რუსული ინტერესების ხელშეწყობაში მბრალმდებლები და სანქციების დამწესებელი მხარეები, თავად რუსეთთან არალეგალური მოვაჭრეები, ახლა მათთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო გეგმებს განიხილავენ.
სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატებიც აღადგენს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის ფედერაციასთან. ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენია, რა ახსნა მოეძებნება წინა ადმინისტრაციის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებსა და „რუსული ინტერესის“ გატარების დამტკიცების მცდელობას. თუ რაიმეს დასანქცირება, შეჩერება ან შეფერხება შეეძლოთ, ყველაფერი შეაჩერეს და დააბლოკეს. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი საჯაროდ აცხადებს, რომ აქტივებზე არასამართლიანად შეზღუდული წვდომის მიუხედავად, ისინი განაგრძობენ როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ისე საქველმოქმედო საქმიანობას და თანხების დაბრუნების არანაირ მოლოდინს არ გააჩნიათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის, მათი მედიისა და სხვადასხვა აგენტურის მხრიდან დამატებითი სანქციების მოთხოვნაზე აღტკინებული რეაქცია და ქილიკური კომენტარები, როგორც ჩანს რადიკალური ჯგუფებისათვის დამატებით ქათმის საკენკის აუცილებლობა დრო და დრო წამოიჭრება.“ – წერს ნიკოლეიშვილი.




