კოშმარული ლუნინი – რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში რუმინეთმა 3:0 დაამარცხა.
უკრაინა ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რუმინელებმა კი შანსები გამოიყენეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი გოლისას „რეალის“ მეკარეს ანდრეი ლუნინს, რბილად რომ ვთქვათ, უკეთ თამაში მართებდა.
21 ივნისს უკრაინა სლოვაკეთს, ხოლო 22 ივნისს რუმინეთი ბელგიას დაუპირისპირდება.
რუმინეთი – უკრაინა 3:0
გოლები: 1:0 სტანჩუ (29), 2:0 მარინი (53), 3:0 დრეგუში (57)
მეტს მოველოდი უკრაინელებისაგან. ლუნინმა ძალიან სუსტად ითამაშა გეთანხმებით, მაგრამ წინაც ვერაფერი შექმნეს ღირებული დოვბიკმა, მუდრიკმა და სუდაკოვმა. ეს უშანსოდ რუმინებთან პირველივე თამაში წაგება დიდი დარტყმაა უკრაინელებისათვის.
პ.ს. სერბი მძორი გულშემატკივრები “გამოირჩნენ” ევროპაზე თავისი შეძახილით… ვლადიმერ პუტინ.. ფუ რა მძორი უნდა იყო ასე რომ ტვინ გქონდეს არეული. თან ვითომ ევროკავშირი უნდათ თან ტერორისტი დიქტატურია მაგათ კუმირი? მ@@@@@ გონება სერბებო.
ზოგიერთი, რომ ამტკიცებთ გუნდს რა მნიშვნელობა აქ ვარსკვლავმა ყველგან უნდა ივარსკვლავოსო, ერთია ლუნინი რეალში და უკრაინის ნაკრებში? ასე რომ ნუ სთხოვთ ხიჩას იგივე გამოუვიდეს ნაპოლში, რაც ვინისიუსს გამოდის რეალში.

ასევე დაგაინტერესებთ