ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
ტრამპი მორიგ ჯერზე “უთმობს” ე ვ რ ო პ ა ს:“უარს ვამბობ გრენლანდიის გამო სანქციების დაწესებაზეო”-უთხრა ნ ა ტ ო ს გენმდივანს!
არქტიკის წრიულ რუქას თუ დავხედავთ, ნათლად ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გრენლანდიის გიგანტური კუნძულის დასავლურ ერთობაში ინტეგრაციას,სამყაროს გლობალური ეკონომიკური ურთიერთობის და საზღვაო მიმოსვლის ცივილური განვითარებისთვის…ამერიკაში იმაზეც კი მსჯელობენ რომ, გრენლანდიის თ ი თ ო ე უ ლ მაცხოვრებელს გადაუხადონ 1 მლნ აშშ დოლარი, რათა ეს სტრატეგიული არქტიკული გზაჯვარედინი არ აღმოჩნდეს რუსულ-ჩინური სახიფათო ექსპანსიის ქვეშ…დავოსში დისკუსიების არსებითი დანიშნულება იყო ამ დასავლური ინტეგრაციის სწორი მექანიზმებით განხორციელების გზების შეთანხმება….კანადის ლიდერის გამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი:”ჩვენ შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადები კანადაში, შევამცირეთ გადასახადები პროდუქციის მოყვანაზე კანადის პროვინციებში, გავზარდეთ შიდა ინვესტიციები ბიზნესში და თავდაცვის სფეროში… ამგვარი სახელმწიფო კონცეფციით გავხადეთ უფრო ინტენსიური კანადის ურთიერთობა ევროპასთან დს სხვა მეგობარ ქვეყნებთან, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ლეგალური ინტერესებიო… “!დ ი დ ი ქვეყნები აპირებენ იზოლაციონიზმს და ციხესიმაგრეებში ჩაკეტვას…საშუალო ძალის ქვეყნებს ამის ფუფუნება ფიზიკურად არ გვაქვს…ჩვენ განწირულები ვართ ე რ თ ო ბ ი ს თ ვ ი ს ო”- სრულიად სამართლიანად განაცხადა კანადის მეთაურმა!უჩვეულოდ მკვეთრი იყო ტრამპის მიმართ იტალიის ლიდერი-ჯორჯა მელონე:”თუ თქვენკიდევ გაიმეორებთ რომ ნ ა ტ ო და ე ვ რ ო პ ა არაფერი არ არის ამერიკის გარეშე, ჩვენ ვიფიქრებთ სავაჭრი-ეკონომიკურ ურთიერთობის გაწყვეტაზე ამერიკასთან და დავხურავთ აშშ სამხედრო ბაზებს ევროპაშიო”!!!მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია ქონდათ გრენლანდიის საკითხის სანქციების გზით გადაწყვეტაზე ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ლიდერებს!!!ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” მიწვეული რუსეთი აღმოჩნდა მხოლოდ კმაყოფილი გრელანდიის “მიერთების” ინიციატივით…როგორც მოსალოდნელი იყო – ტრამპმა უკან დაიხია…. უკრაინის საკითხზეც შეცვალა დღის წესრიგი.
ასე რომ, კოლექტიური “დუგინ-შათირიშვილების” მორიგი უტოპიური ნარატივი და ცრუგათვლები: “აშშ და ევროპა დაჭამენ ერთმანეთს და რუსეთი იხეირებსო”— ისევ დ ა ჭ კ ნ ა…




