კოსტა სანიკიძე დაჭრეს

კოსტა სანიკიძე დაჭრეს. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეგობარმა, სალომე ბარათაშვილმა უთხრა, კოსტა მუცლის არეშია დაჭრილი.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არესი რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
„ახლა ვარ კლინიკაში. 5 საათია ველოდებით, დასრულდა თუ არა ეგეც არ ვიცით. ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან. მდგომარეობა როგორია ჯერ არ ვიცით, ჩვენც ველოდებით. სახლში იყო და მივიდა, სახლში დაესხნენ თავს. წინაზე სახლი შეეშალათ და ახლა აღარ შეეშალათ. როგორც ვიცი მუცლის არეშია დაჭრილი“,- გვითხრა სალომე ბარათაშვილმა.
პირველად კოსტაზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.
წყარო: პრაიმტაიმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება