კოსოვოელებმა უვიზო მოგზაურობა დაიწყეს შენგენის ზონაში

1 იანვარს კოსოვოს მოქალაქეებმა უვიზო მოგზაურობა დაიწყეს ევროკავშირის შენგენის ზონაში, ახალი წესებით, რომლებიც მათ ვიზის გარეშე ყოფნის უფლებას აძლევს 90 დღის განმავლობაში, ნებისმიერ პერიოდში, რომელიც შედგება 180 დღისგან.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის კოსოვო ბოლოა, რომელსაც შეეხო ეს წესი – როგორც მნიშვნელოვანი ნიშანი მისი მისწრაფებისა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
ახალი სავიზო რეჟიმი მიემართება ტურიზმს და პირადი მიზნებით მოგზაურობას და არ მოიცავს მუშაობის უფლებას.
1 იანვარს პრიშტინის აეროპორტში გამართულ ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ მოქალაქეებს მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პრივილეგიას – “ასე ვცემთ პატივს და ხელს ვუწყობთ ჩვენს ქვეყანას” – თქვა მან.
“ჩვენ ამას დიდხანს ველოდით და ბევრ შესაძლებლობაზე გვეთქვა უარი” – განაცხადა კურტიმ და დასძინა: “ამდენად, ეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან აღმოიფხვრა დიდი უსამართლობა და მნიშვნელოვანი უფლება მივიღეთ”.
ევროპულმა კომისიამ 2018 წელს გადაწყვიტა, რომ კოსოვო აკმაყოფილებს ამ წესისთვის საჭირო კრიტერიუმს – მაგრამ ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას წინაღობას უქმიდნენ საფრანგეთი და ჰოლანდია, რომლებიც მიგრანტთა ტალღას უფრთხოდნენ. ამ პროგრამაში კოსოვოს ჩართვას ასევე ეწინააღმდეგებოდნენ კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, და ესპანეთი, რომლებიც არ აღიარებენ კოსოვოს მხრიდან 2008 წელს სერბეთისგან ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს