კორუფციის აღქმის მსოფლიო რეიტინგში საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ Facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციის აღქმის მსოფლიო რეიტინგში საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა.
„კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის გლობალურად 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე მოხვდა. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 19 სახელმწიფოს – იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
