კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს

“საერთაშორისო გამჭირვალობამ” კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.
საქართველო, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. რეიტინგში საქართველოს უკან არიან მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, , ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.
“საერთაშორისო გამჭირვალობა” კორუფციის აღქმის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით