კოპენჰაგენმა შესაძლოა, ტურისტული გადასახადი დააწესოს

კოპენჰაგენმა შესაძლოა, ტურისტული გადასახადი შემოიღოს, რა ინიციატივითაც ქალაქის საკრებულო გამოდის. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
საკრებულო აცხადებს, რომ ამჟამად ქალაქის ტუალეტების, სკვერებისა და პარკების მოვლაზე კოპენჰაგენელების გადასახადებიდან ამოღებული ფული იხარჯება, მაშინ, როცა ამ ადგილებს ტურისტები უფრო იყენებენ. ამდენად, საკრებულოს წევრები ამ მიდგომას უსამართლოდ მიიჩნევენ.
ვარაუდობენ, რომ ტურისტული გადასახადიდან შესული თანხა სწორედ ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას მოხმარდება, ხოლო ქალაქელების ფული, ძირითადად, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და მოხუცთა თავშესაფრების განვითარებას მოხმარდება.
საკრებულოს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რა ოდენობის გადასახადს დააკისრებს ტურისტებს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებისთვის დეპუტატები სხვადასხვა საგადასახადო მოდელს შეისწავლიან.
ამასთან, ინიციატივა დანიის მთავრობამაც უნდა დაამტკიცოს.
bpn.ge