კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით

კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
ისრაელ-ირანის კონფლიქტის დროულად დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მსოფლიოში გაჭიანურებულმა კონფლიქტებმა ცხადყო, რომ ყველაფერი თავის დროზე უნდა დასრულდეს. დავით ქართველიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება დამთავრდება ზავით. „ჩემი აზრით, ამ კონფლიქტს [-ირანი] არ ექნება ის ხანგრძლივობა, რომელშიც გადაიზარდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება. ეს არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან კარგი ტესტი და მაგალითი იმის, რომ ყველაფერი თავის დროზე უნდა დასრულდეს.
„თავისი დრო“ კი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების იყო 2022 წლის მარტის ბოლოს გამართული სტამბულის მოლაპარაკებები. ეს ძალიან კარგი მაგალითია ყველასთვის და ამას აღიარებს ყველა – ამერიკის შეერთებული შტატებით დაწყებული, ევროპის ქვეყნებით დამთავრებული. მართალია ბორის ჯონსონს დაბრალდა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს იყო „დიფ სთეითის“ კოლექტიური გადაწყვეტილება – ომი არ უნდა დასრულებულიყო, იმიტომ, რომ ამ ომის ამოცანა იყო სულ სხვა, რომელიც „დიფ სთეითისთვის“ არ შეცვლილა. ამ ომის ამოცანა იყო რუსეთის დამარცხება, აზიის დასუსტება, ირანის მეშვეობით ჩინეთის დასუსტება. ეს არის „ზე“ ამოცანა და თუ ამას ისრაელის მეშვეობით აკეთებენ, ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა. რაც შეეხება იმას, თუ რით დასრულდება ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება, როგორც ექსპერტი აცხადებს, კონფლიქტი დასრულდება ზავით. „კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა