კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა – არ ეთანხმებოდეს ამას

კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა – არ ეთანხმებოდეს ამას
უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს.
შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „გამოცემა Fox Business-თვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელლოგმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. თუმცა უკრაინას ექნება უნიკალური შესაძლებლობა – არ ეთანხმებოდეს ამას ოფიციალურად. მაგალითად, კიტ კელლოგმა მოიყვანა ბალტიისპირეთის პრეცედენტი, როდესაც უელსის დოქტრინის თანახმად, არასდროს ცნობდა ამ სამი ქვეყნის სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანას – ამერიკა უბრალოდ აცხადებდა, რომ ისინი “საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებიან”.
კიტ კელლოგმა განაცხადა: „მე ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი მართალია: არ იქნება 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება, როდესაც შეიჭრა ყირიმში. შედგება გარკვეული შეთანხმება ტერიტორიების პოტენციური დაკარგვის თაობაზე”. ამასთან დაკავშირებით, კვლავ მახსენდება ჩვენი გენიალური კინოშედევრი. “მე მეგონა, რომ სოსომ არ იცოდა” – უპასუხა შუქრის ბატონმა ვასომ. “მთავარია, რომ იცის” – ოპტიმისტურად დაასრულა პოლემიკა ვაჟა ზაზაევიჩმა. ასე რომ, მთავარია – უკრაინას ზუსტად ეცოდინება, რას არ ეთანხმება. ხოლო “გამყრელიძის დასკვნაზე” დაყრდნობით, “ამ ეტაპზე” – შეთანხმება უკრაინაზე მიღებული იქნება…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება