კონფერენს ლიგა. პლეი-ოფი: გოჩოლეიშვილის მოპოვებული პენალტი – “კოპენჰაგენმა” “ჰაიდენჰაიმს” დამატებით დროში სძლია

კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ჩატარდა. „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „ჰაიდენჰაიმი“ 3:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა „ჰაიდენჰაიმმა“ 1:0 მოიგო. დღეს, სტუმრად „კოპენჰაგენი“ ამინ შიახამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ დანიელთა ქართველი ლეგიონერი გიორგი გოჩოლეიშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც იონას ფიორენბახმა წააქცია, პენალტი კი კევინ დიკსმა გამოიყენა. მერე ლეო შენცამ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა, ორი დაპირისპირების ჯამში 3:3 დაფიქსირდა და ექტრა ტაიმები დაინიშნა. 113-ე წუთზე როდრიგო უესკასმა დალაშქრა მეტოქის კარი და „კოპენჰაგენს“ გამარჯვება მოუპოვა.
გოჩოლეიშვილი 105-ე წუთზე შეცვალეს,
მასპინძელთა რიგებში კი ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა.
ჰაიდენჰაიმი – კოპენჰაგენი 1:3 (ძირ. დრო 1:2)
გოლები: 0:1 შიახა (37), 0:2 დიკსი (53, პენ), 1:2 შენცა (73), 1:3 უესკასი (113)
სხვა მატჩების შედეგები
ბეტისი – გენტი 0:1 (პირველი მატჩი 3:0)
პაფოსი – ომონია 2:1 (1:1)
ოლიმპია – ბორაცი 0:0 (0:1)
დანარჩენი შეხვედრები ამჟამად მიმდინარეობს.
აპოელი – ცელიე (2:2)
იაგელონია – ბაჩკა ტოპოლა (3:1)
პანათინაიკოსი – ვიკინგური (1:2)
შემროკი – მოლდე (1:0)