კონტრდაზვერვის გამოძიების ფონზე, პოლონეთმა სტრასბურგიდან გენერალი გაათავისუფლა

27 მარტს პოლონეთმა გაათავისუფლა ევროპულ კორპუსში საკუთარი უმაღლესი გენერალი იაროსლავ გრომაძინსკი, რადგან მასთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის სამსახურმა გამოძიებამ დაიწყო.
გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ გრომაძინსკი 2023 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა ევროპულ კორპუსს, ევროკავშირისა და NATO-ს ზოგიერთი ქვეყნის ერთობლივ სამხედრო ჯგუფს. აქამდ ის მსახურობდა ერაყშიც და მეთაურობდა პოლონეთის მე-18 მექანიზებულ ბრიგადასაც. ამას გარდა, გასულ წელს პოლონეთის საზოგადოებრივი რადიო ავრცელებდა ცნობას, რომ გრომაძინსკი გერმანიაში, ვისბადენში ამერიკელ ოფიცრებთან ერთად უკრაინელი სამხედროების წვრთნებს ხელმძღვანელობდა.
“სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა დაიწყო შემოწმების პროცესი გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ გრომაძინსკის პირადი უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ოფიცერზე ახალი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ. ამიტომაც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გათავისუფლდეს გენერალ-ლეიტენანტი გრომაძინსკი ევროკორპუსში არსებული მეთაურის პოზიციიდან და დაუყოვნებლივ დაბრუნებულ იქნას ქვეყანაში.” – ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ევროკორპუსი საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგშია ბაზირებული. პოლონეთი ევროკორპუსის პროგრამას 2022 წლის იანვარში დაემატა და შეურთდა საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას, ლუქსემბურგსა და ესპანეთს.
გრომაძინსკიმ საკუთარ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ 34-წლიანი სამსახურის პერიოდში მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო “სამხედროების კეთილდღეობა და სამშობლოს კარგად ყოფნა”. მისი თქმით, მას არაფერი დაუშავებია და დარწმუნებულია, რომ გამოძიება მისთვის სასიკეთოდ დასრულდება.