კონტრაქტი მზადაა – კვარაცხელია პარიზში გასამგზავრებლად ნებართვას ელის

“ეკიპის” ცნობით, საფრანგეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე “ნაპოლიმ” და პსჟ-მა ს ტრანსფერზე ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ხვალ დილით მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ და კვარაცხელია “პარი სენ ჟერმენს” 4.5-წლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდება.
ხვიჩამ დღეს “ნაპოლის” ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა და პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნებართვას ელის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ის დანიშნულების ადგილზე სამშაბათს გაემგზავრება და ამ კვირაში გახდება პსჟ-ის ფეხბურთელი.
საფეხბურთო ექსპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ პარიზული კლუბი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }