კონტე: სამწუხაროა, რომ “კვარას” აგენტები პსჟ-სთან მოლაპარაკებას დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ

„იუვენტუსთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ს პსჟ-ში გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:
„ჩვენ „კვარას“ და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. მან თავისი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ჩემთვის სამწუხარო იყო იმის გაგება, რომ აგენტები „პარი სენ ჟერმენთან“ მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ. მართალი გითხრათ, ეს ლამაზ საქციელად არ მიმაჩნია. ხვიჩა კარგი ბიჭია და ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ კი წინ მივდივართ და შეუცვლელი არავინაა“.