“კონტე ნაპოლის” პროექტით აღფრთოვანებულია და მომდევნო კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება” – ფაბრიციო რომანო დეტალებზე წერს

ანტონიო კონტე “ნაპოლის” ჩაბარებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეიმ” კონტეს 3 წლიანი ხელშეკრულება და კლუბისთვის სარეკორდო ხელფასი შესთავაზა.
“ნაპოლიმ” კონტეს კონტრაქტი 2027 წლამდე შესთავაზა, ანტონიო სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. მხარეები საბოლოო დეტალებს მომდევნო კვირას შეათანხმებენ, ორშაბათს დე ლაურენტისი ნეაპოლში ჩავა და კონტეს შეხვდება.
ანტონიოს “პარტენოპეის” ჩაბარება ყოველთვის სურდა და “ნაპოლის” პროექტს ფანტასტიურ შესაძლებლობად მიიჩნევს, საბოლოო სიტყვა კი დე ლაურენტისზეა”, – წერს რომანო.
შეგახსენებთ, კონტე ბოლოს “ტოტენჰემს” წვრთნიდა, საიდანაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო
2023 წელს, სეზონის მიმდინარეობისას გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ