კონტეს საკადრო რევოლუცია “ნაპოლიში” – როგორი იქნება შემადგენლობა?

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტე თანახმაა „ნაპოლი“ ჩაიბაროს. calcionapoli24 კი ირწმუნება, რომ კლუბი ჰანცკოს, ბონჯორნოს, ტიურამის, ბელანოვას, გუდმუნდსონის და ლუკაკუს (ან დოვბიკის) გადაბირებას შეეცდება, აგრეთვე „ემპოლიში“ იჯარით გაშვებულ მეკარე კაპრილეს დაიბრუნებს.
ერთი სიტყვით, გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური გუნდი სერიოზულად გადახალისდება, გაძლიერდება, მომავალ სეზონში 3-4-2-1 ტაქტიკით ითამაშებს და ძირითად შემადგენლობასაც ასახელებს:
კაპრილე, რაჰმანი, ბონჯორნო, ჰანცკო, ტიურამი, ლობოტკა, ბელანოვა, ოლივეირა, კვარაცხელია, გუდმუნდსონი, ლუკაკუ /დოვბიკი
აღნიშნულია, რომ კონტემ შეიძლება ხანდახან სასტარტოში ოსტიგარდი, მაზოკი, ანგისა, დორგუ, ნგონჟი და ლინდსტრიომი დააყენოს.