კონკრეტული „ენჯეოები„ იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს,

კონკრეტული „ენჯეოები„ იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს,
კონკრეტული „ენჯეოები„ იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რომ ემოქმედა, „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ, ემოქმედათ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ.
„ამ საკითხზე ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს. კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდება, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს. კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ აქაც ჩართული. აქაც მგონია, რომ ყოფილიყო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს“, – განაცხადა კობახიძემ.
Previous: „ენჯეოებს“ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა, გამჭვირვალობის კანონს რომ ემოქმედა, ვერ გაბედავდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია