კონგრესში აცხადებენ, რომ აშშ მზადაა, უკრაინას ATACMS-ის რაკეტები აპრილის ბოლომდე გადასცეს

მ, შესაძლოა, შეერთებული შტატებისგან იარაღის ახალი პარტია კვირის ბოლომდე მიიღოს, – ამის შესახებ -ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ უორნერმა განაცხადა.
უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა, შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებსაც მოიცავს, რომელსაც შეუძლია, სამიზნეს 300 კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას.
„იარაღი გაიგზავნება როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონპროექტს”, – აღნიშნა უორნერმა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, Atlantic Council-ის მკვლევარი, პიტერ დიკინსონი აცხადებს, რომ ATACMS-ის რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს, სამიზნეებზე დარტყმა ს მიერ ოკუპირებულ ყველა რეგიონში განახორციელოს.
სხვა ანალიტიკოსების აზრით, ATACMS-ის რაკეტები განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა თვითმფრინავები აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ლოგისტიკური ცენტრები.
ანალიტიკოსების აზრით, ს მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ახალი პარტიების მიღებამ, შესაძლოა, რუსეთის სარდლობა აიძულოს, ბაზები და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზიდან გადაიტანოს, რაც, თავის მხრივ, შეასუსტებს ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვას.