კონგრესმენი სტივ კოენი – კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს

კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს ს კოლონიად აქცევს, – ამის შესახებ კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) აცხადებს.
„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აკავებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. „MEGOBARI აქტი“ ამ დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში ურთიერთობების გაღრმავებით“, – აცხადებს სტივ კოენი.
ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს და კორუფციაში ჩართული პირები და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე პასუხისმგებელი პირები დასანქცირდებიან. უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს -სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. მოითხოვს სრულ მოხსენებას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ