კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

„დემოკრატი“ კონგრესმენი ალ გრინი აცხადებს, რომ რომ უახლოეს 30 დღეში ს წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს.
გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, ალ გრინმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის – „ხელების შორს“ – მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის არ იმსახურებს აღმასრულებელ თანამდებობაზე ყოფნას.
„ის გოლიათია. ის აკონტროლებს სამხედრო გენერლებს. ის აკონტროლებს იუსტიციის დეპარტამენტს. ის აკონტროლებს „რესპუბლიკურ პარტიას“, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ყოველი გოლიათისთვის არსებობს დავითი. მინდა იცოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს დავითი აპირებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენას უახლოესი 30 დღის განმავლობაში“, – განაცხადა კონგრესმენმა.
შეგახსენებთ, გუშინ -ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 1 400-მდე ლოკაციაზე აშშ-ის 50-ვე შტატსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.
წყარო: IPN.GE