კონგრესმენები რუსულ კანონზე: FARA-სთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები, სტივ კოჰენი და ფრედერიკა უილსონი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონი.
ასევე, კონგრესმენების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის ამერიკულ FARA-ს კანონთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.
“შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე ურცხვად ესხმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მილიარდობით დოლარს. ამის საპირისპიროდ, რუსეთმა საქართველოში მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოიტანა.
FARA-სთან ან დასავლეთის საგარეო გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც იმეორებს კრემლის მოსასმენად დამღლელ რიტორიკას. შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობარი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას რომ გადაუხვიოს ამ დესტრუქციულ გზას” – ვკითხულობთ განცხადებაში.